საია - მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კადრების გავრცელება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეო კადრების გავრცელება და დაელოდოს ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საკითხის შესწავლის დასრულებას.

ამასთან საია პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან ჩანაწერებში არსებულ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერების დაუსაბუთებლად გავრცელებას.

მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებისა, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, პატივისა და ღირსების უფლებას და დაუსაბუთებლად ასაჯაროებს ვიდეო კადრებს.

მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:

შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეო კადრების გავრცელება და დაელოდოს ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საკითხის შესწავლის დასრულებას;

ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან ჩანაწერებში არსებულ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია