ბადრი ჯაფარიძე - ოდნავი თავმოყვარეობა თუ აქვს სახელმწიფოს, არ უნდა დაუშვას არაადამიანური მოპყრობა არავის და მითუმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ

ოდნავი თავმოყვარეობა თუ აქვს სახელმწიფოს, არ უნდა დაუშვას არაადამიანური მოპყრობა არავის და მითუმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების კარნახით ჩადენილი იქნა ქმედებები, რომლებიც დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისათვის.

“ქართული ოცნების” სრულიად გაუმართლებელმა სიჯიუტემ, გაურკვეველი ლოგიკით ნაკარნახევმა, დაჟინებულმა სურვილმა, რომ როგორმე არ დაეშვათ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სადაც, გარანტირებულად დაცული იქნებოდა მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მიიყვანა სრულიად სამარცხვინო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ მოქმედებებამდე!

გლდანის ციხის საავადმყოფოში მომხდარი მოვლენების ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ხელისუფლების კარნახით ჩადენილი იქნა ქმედებები, რომლებიც დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის, ზრდის საზოგადოებაში შექმნილ დაპირისპირებას და აღრმავებს არსებულ უფსკრულს.

,,ქართული ოცნების” მესვეურებს უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი მოქმედებები არის იმდენად სამარცხვინო, რომ ოდნავი თავმოყვარეობა თუ აქვს სახელმწიფოს, არ უნდა დაუშვას ასეთი არაადამიანური მოპყრობა არავის და მით უმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ!“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო