თინა ბოკუჩავა - ერთადერთი, რაც არის მიხეილ სააკაშვილის პალატაში, წნევის აპარატია - მას მეტი წვდომა ექნებოდა სამედიცინო მომსახურებასა და ტექნიკაზე რუსთავში, ვიდრე ამ დაწესებულებაში

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლები არის მკვეთრად გაუარესებული, კალიუმის დონის მსგავსმა დაწევამ, შეიძლება გამოიწვიოს უეცარი ინფარქტი ან ინსულტი და ბუნებრივია, რომ ეს დაწესებულება არ არის აღჭურვილი, რომ გაუმკლავდეს ასეთ სიტუაციას , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო რთულია.

„მიშას გადაწყვეტილებაა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუკი მოხდება მისი გადაყვანა სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, რასაც ითხოვდა კონსილიუმი და სახალხო დამცველი. ის რეალურად არ იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, არანაირი სამედიცინო ტექნიკა მის სიახლოვეში არ არის. ერთადერთი, რაც არის მის პალატაში, ესაა წნევის აპარატი. მას მეტი წვდომა ექნებოდა სამედიცინო მომსახურებასა და ტექნიკაზე რუსთავის დაწესებულებაში, ვიდრე ამ დაწესებულებაში, რომელსაც ხელისუფლება საავადმყოფოს ეძახის. კატეს მანქანა, რომელიც სატვირთო მანქანით მოიტანეს, ისევ ისე უფუნქციოდ დგას, დენის წყაროზეც არ არის მიერთებული.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაჩვენებლები არის მკვეთრად გაუარესებული, კალიუმის მაჩვენებელი არის 2,6. არ არის ბევრი დროს, ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რის წინაშეც ვდგავართ, რადგან, ვისაც რაიმე სამედიცინო განათლება აქვს, ყველამ კარგად იცის, რომ კალიუმის დონის მსგავსმა დაწევამ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი ინფარქტი ან ინსულტი და ბუნებრივია, რომ ეს დაწესებულება არ არის აღჭურვილი, რომ გაუმკლავდეს ასეთ სიტუაციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს