ხატია დეკანოიძე - ადგილს, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, არაფერი საერთო არ აქვს სამედიცინო დაწესებულებასთან

მიხეილ სააკაშვილი არის მოთავსებული გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში, მაგრამ იმ ადგილს, არავითარი საერთო არ აქვს სამედიცინო დაწესებულებასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი შეფასებით, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის მოთავსებული, მხოლოდ და მხოლოდ არტერიული წნევის გაზომვა შეუძლიათ.

ამასთან, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პარამეტრები გაუარესებულია.

მიხეილ სააკაშვილს კვება დაწყებული არ აქვს იგი შიმშილობს. მართლაც წნევა ჰქონდა მაღალი და რა თქმა უნდა, ექიმები შეშფოთებულები არიან ამით. ასევე, მინიმალურ ზღვარზეა კალიუმის მაჩვენებელი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა, იგი არის მოთავსებული სულ სხვა ფლიგელში, ამ ფლიგელში არ არის არავითარი სამედიცინო აპარატურა, ამ ფლიგელში არ არის არავითარი რაიმე სახის აუცილებელი, სიცოცხლის პარამეტრების შესანარჩუნებელი სამედიცინო ჩარევებისთვის აუცილებელი მექანიზმები და აპარატურა. იგი არის მოთავსებული სრულიად სხვაგან და მხოლოდ და მხოლოდ არტერიული წნევის გაზომვა შეუძლიათ. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უფრო მეტ მომსახურებას იღებდა ვიდრე აქ. ამ დაწესებულებას, იმ ადგილს, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული არაფერი საერთო არ აქვს სამედიცინო დაწესებულებასთან. იგი არ იღებს არანაირ დანამატებს. მისი ჯანმრთელობის პარამეტრები არის გაუარესებული“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს