ვიოლა ფონ კრამონი - სააკაშვილის საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას

"ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.

ევროპარლამენტარი აღნიშნულს სავალალოს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე უფრო და უფრო პოლიტიკური ხდება.

„საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს", - წერს კრამონი.

კრამონი კიდევ ერთ "ტვიტს" აქვეყნებს სააკაშვილთან დაკავშირებით და აღნიშნავს:

"სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა", - წერს კრამონი.

იხილეთ ვიდეო:ვიოლა ფონ კრამონი - "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია