მიხაელ ზიბერტი - საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიისწრაფის იმისკენ, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით

საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით, რაც იყო მაგალითად 19 აპრილის შეთანხმების საფუძველი და ასევე მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო შეთანხმების პირობები, - ამის შესახებ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს საკითხებში მიხაელ ზიბერტმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხი განიხილეს.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ საჭიროა მკაფიო და დამოკიდებულება, თუმცა ამავდროულად სიფრთხილის გამოჩენაც.

„ვიზიარებ აქ გამოთქმულ წუხილს, რომ საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც გვაქვს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო შეთანხმებული ასოცირების შეთანხმებით, რაც იყო მაგალითად 19 აპრილის შეთანხმების საფუველი და ასევე მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო შეთანხმების პირობები.

ჩვენ, როგორც ქალბატონმა კრამონმა თქვა, უნდა ვაჩვენოთ „მათრახი და თაფლაკვერი“, მათთან ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ. რა არის სასამართლო სისტემის რეფორმის ბირთვი, რა არის გზა ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, რაშიც ვიტყოდი, რომ ოპოზიცია ბევრი თვალსაზრისით ეხმარება, მაგრამ უდიდეს პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყოს. ამავდროულად უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ არ გადავაჭარბოთ და „ბავშვი ნაბან წყალს არ გადავაყოლოთ“, რადგან არ გვსურს საქართველოს დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ზიბერტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის