Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ კიბერუსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტისთვის დააჯილდოვა

„საქართველოს ბანკის“ კიდევ ერთი აღიარება საერთაშორისო დონეზე: Global Finance-მა ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერთაღლითობის მენეჯმენტისთვის“ დააჯილდოვა

შეფასების კრიტერიუმი იყო დისტანციურ არხებში (ibank, mbank) უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომები.

კატეგორიაში „საუკეთესო ბანკი ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერთაღლითობის მენეჯმენტისთვის“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „საქართველოს ბანკმა“ ისეთ მსხვილ ბანკებს გაუწია კონკურენცია, როგორიცაა: Sberbank, Tinkoffbank, Alfabank და სხვა

გამარჯვებულები ვლინდებიან მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ. Infosys კონსალტინგის, ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა.

როგორც „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის Global Finance-ის ყოველწლიური შეფასება მიუთითებს გამარჯვებულთა რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს ციფრული პროდუქტების განვითარებაზე. ამ პროცესში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინფორმაციულ უსაფრთხოებას, რაზეც მეტყველებს საქართველოს ბანკის გამარჯვება Global Finance-ის ნომინაციაში „საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერთაღლითობის მართვა ცენტრალურ & აღმოსავლეთ ევროპაში“ ნიშანდობლივია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა მოიცავდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, სერბეთი, უნგრეთი და სხვ. შესაბამისად, ვფიქრობთ, Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის აღიარება ისეთ მნიშვნელოვან და კრიტიკულ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, დიდი წარმატებაა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

საქართველოს ბანკში განმარტავენ, რომ იმის ფონზე, როცა კიბერთაღლითობა და ფიშინგი გლობალური გამოწვევაა, დისტანციურ არხებში (ibank, mbank) უსაფრთხოების მიღებული ზომებისთვის ამგვარი ჯილდოს მოპოვება „საქართველოს ბანკისთვის“ დამატებით მოტივაციას წარმოადგენს და რეპუტაციული კუთხითაც მნიშვნელოვანია.

„კიბერთაღლითობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება, რა მიზნითაც „საქართველოს ბანკი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საბანკო ასოციაციასა და სხვა კომერციულ ბანკებთან, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვის და სხვადასხვა ცნობიერების ამაღლების კამპანიების ფარგლებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ „საქართველოს ბანკი“ სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის მიერ დადგენილ, ძლიერი ავთენტიკაციის წესთან, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის იდენტიფიკაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტანდარტს. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც მუდმივად მუშაობს ფიშინგისა და კიბერთაღლითობის პრევენციაზე და ამ მიზნით დამატებითი უსაფრთხოების ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა ოპერატიულად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, შეხსენების მიზნით კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ბანკის მომხმარებლებს, რომ არ გაუზიარონ თავიანთი ავტორიზაციის პარამეტრები (მომხმარებელი და პაროლი), ბარათის მონაცემები ან/და მიღებული ერთჯერადი კოდი მესამე პირებს, ყურადღება მიაქციონ იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც უთითებენ ამ მონაცემებს, ასევე, დეტალურად გაეცნონ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რომლითაც ერთჯერად კოდს იღებენ, რადგან თითოეულ მათგანში მითითებულია ამ კოდის მიღების მიზნობრიობა“, - განმარტავენ „საქართველოს ბანკში“.

ბოლოს ისიც უნდა აღინიშნოს, ბანკმა ჯილდო მიიღო არამხოლოდ ამ ნომინაციაში, არამედ საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრული ბანკადაც დასახელდა. World’s Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021-ის ჯილდოს ფარგლებში, კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. ესენია: პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდები და განაცხადები. ასევე, საკრედიტო სერვისები.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო