ამირან გამყრელიძე - იმ 38 სოფელში, სადაც ვაქცინაციის მარათონი გაიმართა, დაახლოებით 4 000-მდე პირი აიცრა, ახლა ამ მარათონის სახეცვლილება იქნება წარდგენილი საბჭოზე

იმ 38 სოფელში, სადაც ვაქცინაციის მარათონი გაიმართა, დაახლოებით 4 000-მდე პირი აიცრა. ახლა ამ მარათონის სახეცვლილება იქნება წარდგენილი საბჭოზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციის მარათონის სახეცვლილ ვერსიაში გახლავთ 3 მიმართულება.

„პირველ მიმართულებაში არის ორი მუნიციპალიტეტი, სადაც სწრაფად გვინდა თვე-თვენახევრის განმავლობაში გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ავარჩიეთ ოზურგეთი და გურჯაანი. იქ ახლად არჩეული მერები არიან ჩვენი კოლეგები, რომელთაც კარგად ესმით იმუნიზაციის მნიშვნელობა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მეორე მიმართულება არის 10 დიდ ქალაქში ძლიერი საინფორმაციო კამპანია, რომელიც გაიშლება მომავალი კვირიდან. ეს არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ფოთი და ოზურგეთი. ამ ქალაქებში იქნება დიდი აქტივობები, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად მოვიცვათ. ასევე 3 რეგიონი - თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გვინდა, რომ წელს 60%-იანი მოცვა გვქონდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა