მულტიმედია ინსტალაციების გამოფენა „სიზმარი“ რიგით მესამე სერიას გამართავს

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 12, 13, 14 ნოემბერს, „სიზმარი“ რიგით მესამე მულტიმედია ინსტალაციების გამოფენას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექვსმა ხელოვანმა შექმნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ინდივიდის, სოციუმისა და ბუნების ჰარმონიას ეხება, შთაგონების მთავარი წყარო კი ოქროს კვეთის სპირალია. სპირალის თბილისის რუკაზე მორგებით, სხვადასხვა უბანში ექვსი საგამოფენო ადგილი შეირჩა.

გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: ბუნება და სოციუმი. ბუნების გამოსახატად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები. „სიზმარში“ მოსული ადამიანები, ტექნოლოგიების დახმარებით, აცოცხლებენ ინსტალაციებს და ერთად ქმნიან პროექტის მეორე ნაწილს - სოციუმს. შედეგად, შემთხვევით, თუ დაგეგმილად ჩართულ ადამიანებთან ერთად, იქმნება სოციუმის და ბუნების ჰარმონიის მომენტი.

პროექტში მონაწილეობენ შემდეგი არტისტები: ლევან აბრამიშვილი, დოდო ჩხეიძე, გიორგი კობერიძე, მაჟა მარი, ლევან ქუთათელაძე, ლიზა რომანოვსკა.

„ყველა მოძრაობას აქვს ბოლო, თუმცა, ზოგჯერ ეს ბოლო დანიშნულების წერტილია, რომელიც გაჩვენებს მომენტს. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ელოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ და როგორ. მთავარია, ყველა საჭირო ეპიზოდი გაიარო. მთელი გამოვლილი გზა, რომელიც ქაოტური ჩანდა, ლაგდება. იხსნება პერსპექტივა. თითოეული სურათი, რომელიც გზად შეგხვდა, თითოეული ხმა და სახე, ახლებურ მნიშვნელობას იძენს. ყველა მოვლენას თანმიმდევრულად უბრუნდები. გამოვლილი ადგილები და შემხვედრი ადამიანები ერთი მთლიანობის ნაწილი ხდებიან. ხვდები, რომ არათუ გზას მიყვებოდი, არამედ თავად ქმნიდი ამ მოვლენისთვის საჭირო ეფექტებს და ნიშნებს, რომლებიც გზის ბოლოს იყრიან თავს და უნიკალურ მომენტში სიზმარივით ცხადდებიან“, - ასე აფასებენ პროექტის მონაწილეები შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაციების გამოფენას.

პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და D-Block.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა