ლიზა იასკო -  როგორ შეიძლება ადამიანი გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს სამედიცინო აღჭურვილობა? ეს შეუძლებელია!

მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება, როგორ შეიძლება ადამიანი გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს არანაირი სამედიცინო აღჭურვილობა?! - ეს შეუძლებელია,- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის უკვე მეოთხე დღეა მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას ელის, თუმცა მას პასუხობენ, რომ ნებართვის შემცველი დოკუმენტები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროდან საპატიმროში უნდა გაიგზავნოს, დამუშავების პროცესშია.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ, პირველ რიგში, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება. ეს ძალიან ცხადია, ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რა თქმა უნდა, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, როგორ შეიძლება ადამიანი გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს არანაირი სამედიცინო აღჭურვილობა?! ეს შეუძლებელია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე აქ ვარ უკვე მეოთხე დღეა და ველოდები როდის მივიღებ საბუთებს იმისთვის, რომ მიშას ნახვა შევძლო და ისინი ჯერ კიდევ მეუბნებიან, რომ პროცესი მიმდინარეობს. მე არ ვიცი რა ვიფიქრო, ვფიქრობ ეს, ასევე, ჩემი უფლებების დარღვევაა, მისი უფლებების დარღვევაა. რამდენი ხანი უნდა ვიცადო ? და რატომ უნდა ვიცადო ? რატომ არ იყო ეს აქამდე პრობლემა და ახლა პრობლემა გახდა?“- განაცხადა ლიზა იასკომ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო