შსს-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული პასპორტის წამკითხველები მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება.

აღნიშნული აღჭურვილობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიძინა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ - ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა