ლაშა დამენია - გუშინ გავრცელებული ციხის ამაზრზენი კადრები ახარებს, როგორც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს, ასევე ქვეყნის გარეთ მტრებს

ბიძინა ივანიშვილი ვნებს არამარტო აწმყოს, დღევანდელობას ქართული პოლიტიკის, არამედ ძირს უთხრის საქართველოს მომავალს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას.

„გუშინ გამოქვეყნებული ციხის ამაზრზენი კადრები, რომელიც მიმართული გახლდათ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფაქტობრივად ახარებს ქვეყანაში შიდა შავბნელ ძალებსა და ქვეყნის გარეთ მტრებს, რომლის ნათელი დადასტურება იყო რუსეთის არხზე „Россия 1“-ზე გასული ამ კადრების გაშვება და ხორხოცი. ამით ბიძინა ივანიშვილი ვნებს არამარტო აწმყოს, დღევანდელობას ქართული პოლიტიკისა, არამედ ძირს უთხრის საქართველოს მომავალს“, - აცხადებს ლაშა დამენია .

შეგახსენებთ, რომ გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანს ზემოთ შიშველია.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ საააკაშვილის მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელიც რეანიმობილშია გადაღებული. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, კადრები ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. გავრცელებულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნებით მანქანიდან არ ჩავა და ითხოვს რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა