რომან გოცირიძე გიორგი გახარიას განცხადებაზე - ეს გზავნილი დაახლოებით ასე გამოვიდა - „კუმ ფეხი გამოყოო"

სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საქმეში ჩაერთვება მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ უკრაინა, თუმცა, უკრაინას ექნება მნიშვნელოვანი როლი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც ბუბა კიკაბიძის უკრაინაში გამგზავრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ამ პროცესში.

"ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხელისუფლების ყველა ქმედება, რაც ჩვენ ვნახეთ, არის არაადამიანური, დამამცირებელი, დამაკნინებელი, ღირსების შემლახველი. გუშინ ამ კადრების გამოქვეყნება არანაირ გონივრულ ლოგიკაში არ ჯდება. "ქართული ოცნების" მომხრეებმაც სერიოზული პროტესტი გამოთქვეს, რა მიზანი ჰქონდა ამას? უგუნური ადამიანების მიზნის ახსნა შეუძლებელი ხდება. უცხოელების თვალში ეს წარმოუდგენელი რამ არის, რასაც მოჰყვება რეაგირება და შესაძლებელია ეს მივიდეს სანქციებამდე, ეს თემა უკვე გაჟღერდა ფინანსურ სანქციებზე,"- განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას შეფასებას სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელების თაობაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ "როცა ემსგავსები შენს „მტერს“, ბრძოლა უკვე წაგებული გაქვს" და განაცხადა, რომ "ეს გზავნილი დაახლოებით ასე გამოვიდა - „კუმ ფეხი გამოყოო". რა დროის გზავნილია, აგერ 43 დღეა კაცი შიმშილობს", - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა