დავით ბერძენიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ბევრი ადამიანის თვალში „გაიზარდა“ - მასზე არ იყო აზრი, რომ თამამია, მაგრამ კადრებით ეს დამოკიდებულება გაქარწყლდა და დაადასტურა, რომ მას ადეკვატური, კაცური რეაქცია აქვს

ჩვენი ხელისუფლება უკადრებელს კადრულობს და ამის მიზეზია როგორც უწესობა, ისე უცოდინარობა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მისი ქმედებით, ძალიან ბევრი ადამიანის თვალში „გაიზარდა“.

„არ იყო მიხეილ სააკაშვილზე აზრი, რომ ის არის ყველაზე თამამი ადამიანი საქართველოში, მაგრამ ამ კადრებით მან ეს დამოკიდებულება მის მიმართ გააქარწყლა და დაადასტურა, რომ მას ნორმალური, ადეკვატური, კაცური რეაქცია აქვს. მიშამ ამ თვალსაზრისით მოიგო.

ხელისუფლებამ შექმნა უტყუარი ვიდეომტკიცებულებები საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების დასადასტურებლად. ვვარაუდობ, რომ არც თუ შორს არის დრო, როდესაც ეს მტკიცებულებები ხელისუფლების ამ წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების ქმედებებით აღშფოთებულია.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც „შუაშისტებით“ დაწყებული, „მიშისტებით“ დამთავრებული, აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ მოსახლეობის, დაახლოებით, 2/3 ხელისუფლების ამ ქმედებებით აღშფოთებულია. ამ ვითარებაში ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებს აგულიანებს და ეს არის შეცდომაში კიდევ უფრო გაჯიუტება, რასაც სიბრიყვე ჰქვია. ისინი საკუთარ გამორჩეულად აგრესიულ მხარდამჭერებს უდასტურებენ, რომ „ნახეთ, მიშას რას ვუშვრებითო“. ეს მათ გულს ფხანს, მაგრამ ამ დროს მცირდება ”ქართული ოცნების“ ელექტორალური ბაზა. ეს ხელისუფლება არის კარიკატურული დიქტატურა“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა სიმართლე არის ოპოზიციის მხარეს.

„ახლა სიმართლე როგორც „შუაშისტური“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერების მხარეს დგას. გუშინ გავრცელებულ კადრებში მათ საქართველოს სახელმწიფოებრიობა აფორთხიალეს. მთელი ცხოვრება ვერჩოდი ასლან აბაშიძეს და ედუარდ შევარდნაძეს, არცერთი წუთი არ ვყოფილვარ რომელიმე მათგანთან ერთად. ამის მიუხედავად, ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ მითქვამს მათ მიმართ, ერთხელაც არ მომითხოვია მათ მიმართ ანგარიშსწორება. ჩოლოკზე რომ დამხვდა ასლან აბაშიძის შეკვეთით მოსული ხალხი და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი, მათი გასამართლებაც კი არ მომითხოვია.

ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ უდიერი ქცევა. ეს ხალხი შემჩნეულია იმაში, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობა, დასავლურობა, ადამიანის უფლებები არ არის ის ღირებულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, ის გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას. ლიეტუველი პოლიტიკოსის თქმით, შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია.

„ჩვენთვის ყველაზე უფრო გამოკვეთილი მხარდამჭერი ქვეყნები არიან ლიეტუვა, პოლონეთი, ლატვია და ესტონეთი. ლიეტუვას მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის კუბილიუსი. ის ორჯერ იყო ლიეტუვის პრემიერი და არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ლიეტუვაში და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპარლამენტში. ის რომ გეტყვის, ქართველებს თუ გინდათ ევროპელობა, არჩევანი უნდა გააკეთოთ „ქართულ ოცნებასა“ და დასავლურ არჩევანს შორის, ამის წინაშე დადგებით, ხომ უნდა გავიაზროთ ეს, რომ ის კაცი ჩვენი სახელმწიფოს გულშემატკივარია, ამას უნდა დავუფიქრდეთ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება