„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2020 წელს სატელევიზიო რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა - 5.1 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, „ნაცმოძრაობამ“ კი 3.1 მლნ ლარი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს არსებული მდგომარეობა და ძირითადი ტენდენციები შეისწავლა.

მათი ცნობით, სატელევიზიო რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა - 5.1 მლნ ლარი - „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3.1 მლნ ლარი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აღნიშნავენ, მმართველმა პარტიამ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა რეიტინგულ ოპოზიციურ ტელევიზიაში „მთავარ არხზე“ საერთოდ არ განათავსა და რეკლამის უმეტესობა (54%) სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მიიტანა.

„2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.7 მლნ ლარით (11%) გაიზარდა და 75.2 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების მიერ სატელევიზიო რეკლამაში დახარჯულმა თანხამ გამოიწვია;

საარჩევნოდ პოლიტიკურ რეკლამაში გაწეული ხარჯების გარეშე, სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მოცულობამ 60.7 მლნ ლარი შეადგინა;

პოლიტიკური სატელევიზიო რეკლამისთვის 2020 წელს უპრეცენდენტოდ მაღალი თანხა,14.5 მლნ ლარი დაიხარჯა. სატელევიზიო რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა - 5.1 მლნ ლარი - „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ 3.1 მლნ ლარით, „ლელო საქართველოსთვის“ - 2.4 მლნ ლარით, „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1.1 მლნ ლარით, „ევროპული საქართველო“ - 1.1 მლნ ლარით და „პატრიოტთა ალიანსი“ - 1 მლნ ლარით;

მმართველმა პარტიამ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა რეიტინგულ ოპოზიციურ ტელევიზიაში „მთავარ არხზე“ საერთოდ არ განათავსა და რეკლამის უმეტესობა (54%) სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მიიტანა.

თავის მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამის ძირითადი ნაწილი (88%) „მთავარ არხზე“ განათავსა და ფასიანი რეკლამა ტელეკომპანია „იმედს“ საერთოდ არ დაუკვეთა;

ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი 2020 წელს ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო - 29 მლნ ლარი, მას მოსდევს „რუსთავი 2“ - 12.8 მლნ ლარით, „მთავარი არხი“ - 11.1 მლნ ლარით და ტელეკომპანია „პირველი“ - 6.2 მლნ ლარით;

ყველაზე დიდი სარეკლამო კლება ბოლო წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ აქვს. ის 2018 წელს 30.4 მლნ ლარით სარეკლამო შემოსავალით პირველი კომპანია იყო ბაზარზე, 2020 წელს კი რეკლამიდან მხოლოდ 12.8 მლნ ლარი (58%-ით ნაკლები) მიიღო. შემოსავლების კლება ტელევიზიაში ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მისვლის პერიოდიდან იწყება;

2020 წელს კერძო ტელევიზიების ჯამურმა შემოსავალმა 138.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 45.5 მლნ ლარით (49%) მეტია. ეს ძირითადად გამოწვეულია, როგორც ზოგადად სარეკლამო ბაზრის გაზრდით, ასევე „მფლობელის შემოწირულობისა“ და „სხვა არასამაუწყებლო“ შემოსავლების კომპონენტის მნიშვნელოვანი ზრდით;

კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა რადიოებს მიაყენა. მათ სარეკლამო შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 2 მლნ ლარით (23%) შეუმცირდათ და 2020 წელს 6.8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ჯამური შემოსავალი 1.9 მლნ ლარით (20%), 7.6 მლნ ლარამდე შემცირდა. რადიოებს შორის ყველაზე შემოსავლიანი (3.8 მლნ ლარი) ჰოლდინგი „ფორტუნა“ იყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა