ჯანდაცვის სამინისტრო - სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, რადგან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიის ორი აპარატი ფუნქციონირებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება ამ დრომდე არ ექმნებათ.

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ორი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი (General Electric-ის 64 და 16-შრიანი) გამართულად ფუნქციონირებს.

რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც სასჯელაღსრულების მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ის 2021 წლის 13 მაისს შეიძინა.

ამასთანავე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უახლოეს თვეებში, მსოფლიო ბანკის გრანტით, Canon-ის 640-შრიანი უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიით აღიჭურვება.

გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებას 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც გადაეცემა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა