მიხეილ სარჯველაძე - ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და თმებით ათრიეს - ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, იქნებოდა პრობლემა, რომელზეც ვიღაცას პასუხისმგებლობა უნდა აეღო

გამოდის, რომ ის, ვინც მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ეწინააღმდეგება, გვეუბნება: - მომატყუებინე საზოგადოება და ამაში ხელს ნუ შემიშლი, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ კადრები მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც წარიმართა ძალიან აქტიური პროპაგანდა სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ.

„იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხმას არ იღებენ, როცა ერთ-ერთი დაინტერესებული მხარიდან მცდარი ფაქტების ტირაჟირებას ხედავენ, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებების არანორმალურ დარღვევას, ახლა ვისმენთ კრიტიკას, რომ კადრები არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ეს იმას ნიშნავს, ითხოვდე - მომატყუებინე საზოგადოება! გამოდის, რომ ადამიანები ითხოვენ, რომ მე საზოგადოებას ვატყუებ და ამაში არაფრის დიდებით ამაში ხელი არ შემიშალო. გამოქვეყნებულ კადრებში პერსონალური მონაცემები არის, მაგრამ პერსონალური მონაცემები ისეთი აბსოლუტური საგანი არ არის, რომლის გასაჯაროება არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები. ამ შემთხვევაში კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს - ეს არის საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე, როდესაც მას ატყუებენ.

გავრცელებული კადრების ნახვა არავისთვის სასიამოვნო არ იყო, მაგრამ არგუმენტი, რის გამოც კადრები გასაჯაროვდა ისაა, რომ საზოგადოება დეზინფორმირებული აღმოჩნდა.

ითქვა, რომ მანქანა შენობაში შესასვლელიდან 30 მეტრის დაშორებით გაჩერდა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და თმებით ათრიეს. ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, იქნებოდა პრობლემა, რაზეც ვიღაცას აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა აეღო", - განაცხადა სარჯველაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს