ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ველოდებით, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან ინფლაციის შემცირება დაიწყება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან ინფლაცია, სავარაუდოდ, შემცირდება. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მოველით, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება, თუმცა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც განაცხადა, გაურკვევლობა ბევრია, შეიძლება შემცირების ტემპი არ იყოს ისეთი სწრაფი, როგორსაც ადრე მოველოდით. ჩვენ ამას ვაკვირდებით. ეს არის ასევე ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული თუ ეს ინფლაცია გადადის მოლოდინებში. თუ ეს ინფლაცია გადადის მოლოდინში, ჩვენ ამაზე დამატებითი რეაგირება გვექნება და გვაქვს საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი ინფლაციაზე რეგირებისთვის, თუმცა, მიზანშეწონილობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა გამოვიწვიოთ ის, რომ მკვეთრად შევამციროთ ინფლაცია. მოკლევადიან პერიოდში მოკლევადიანი შედეგი მივიღოთ, გამოვიწვიოთ უმუშევრობის ზრდა, შიდა პროდუქტის მკვეთრი შემცირება და ამან შემდეგ ეტაპზე მოგვცეს მაღალი ინფლაცია და დამატებითი ეკონომიკური პრობლემები. ამიტომაც არის ეს ძალიან რთული პერიოდი, ინფლაცია ძალიან მნიშნველოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში და მნიშვნელოვანია, რომ ოქროს შუალედი დავიჭიროთ და ეს პერიოდი სწორად გავიაროთ,“- განაცხადა მესტვირიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო