თამარ გაბუნია - პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია

პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი იმის გამოა, რომ გასული 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია და იმის გამო იმატებს, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, ზოგ შემთხვევაში 6 ათასს გადააჭარბა.

პირველი მიზეზი მაინც არის „დელტა“ შტამის მეტად აგრესიული ბუნება, სხვადასხვა ქვეყნის კვლევამ მიუთითა, რომ „დელტა“ შტამი იწვევს მეტ რეანიმაციას და სიკვდილობას მეტად უკავშირდება.

პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4 %-ის ფარგლებში რჩება, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია. მაქსიმალურად ცდილობს კლინიკური ჯგუფი, რომ მედიკამენტების გამოყენებით, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, გაუმჯობესდეს მკურნალობის ხარისხი“ , - აღნიშნავს გაბუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა