მეტროსადგურ “300 არაგველთან” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

მეტროსადგურ “300 არაგველთან” “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი გათავისუფლებაა.

აქციაზე შეკრებილ ადამიანები სკანდირებენ: “მიშა, მიშა”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი პროტესტი მშვიდობიანია და შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაშია მოთავსებული. ის 43-ე დღეა შიმშილობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო