თამარ გაბუნია - იმედისმომცემია ის, რომ ინფიცირების შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა

ბუნებრივია, ზოგადი ეპიდვითარება საყურადღებოა. ერთადერთი იმედისმომცემი არის ის, რომ დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, წამახალისებელმა ღონისძიებებმა გავლენა იქონია ვაქცინაციის ტემპზე და გარკვეულწილად გაიზარდა.

„ბუნებრივია, ზოგადი ეპიდვითარება საყურადღებოა. ერთადერთი იმედისმომცემი არის ის, რომ დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირდა. დღეს 4400-ის დონეზე იყო ახალი შემთხვევები.

რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მათ შორის, დაანონსდა „მწვანე საშვის“ შესახებ, ასევე ამოქმედდა 60 წელს ზემოთ პირებისთვის წახალისების სქემა, ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობის მატება გარკვეულწილად არის. ასევე, გრძელდება სოფლებში აქტიური მუშაობა მარათონის კუთხით“, - აღნიშნავს გაბუნია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს