თამარ გაბუნია ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებაზე - ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში იუსტიციის სამინისტროდან შემოვა, დაუყოვნებლივ განვიხილავთ

ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოვა იუსტიციის სამინისტროდან, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ იქნება განხილული და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეხვდებიან თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კონსილიუმის წევრებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე იმსჯელებენ.

კითხვაზე, აქვთ თუ არა მზაობა, რომ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადების თანახმად, შეხვდნენ კონსილიუმის წევრებს, გაბუნია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

„ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. მოთხოვნაზე, რომელიც პენიტენციური სამსახურიდან და იუსტიციის სამინისტროდან მოვა ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბუნებრივია, გვაქვს მზაობა.

ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოვა იუსტიციის სამინისტროდან, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ იქნება განხილული და ჯანდაცვის სამინისტრო სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნავს გაბუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა