ლევან ხაბეიშვილი - ვინმეს თუ ჰგონია, რომ გავრცელებული ვიდეოთი შეურაცხყოფა მიაყენა მესამე პრეზიდენტს, ძალიან შემცდარა - საზოგადოებამ ნახა, როგორია გაუტეხელი მთავარსარდალი

ვინმეს თუ ჰგონია, რომ გუშინდელი ვიდეოთი შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ძალიან შემცდარა. მეტსაც გეტყვით, ყველა ის მითი, რომელიც იყო რუსული, გუშინ დაიმსხვრა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა, როგორია გაუტეხელი მთავარსარდალი.

„ჩემო მეგობრებო, ძალიან მშვიდობიანად, წყანარად, ისე რომ არ მივცეთ რუსულ ოცნებას პროვოკაციის საშუალება, მივემართებით იმ უწყებისკენ, რომლის სამართლებლივი ვალდებულებაცაა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რომლის პირადი ვალდებულებაცაა მისი გადაყვანა მულტიფუნქციურ კლინიკაში და რომელიც ამ დღეების განმავლობაში ფაქტობრივად „გრუს“ აგენტად ჩამოყალიბდა. აქედან მივდივართ „გრუს“ აგენტთან. მშიშარა, მხდალ რატი ბრეგაძეს კიდევ უნდა გავაგონოთ ხმა, რომ არ მივცემთ შესაძლებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობა ფეხქვეშ გათელოს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა