„დიდუბის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლეს

„დიდუბის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან შეკრებილმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ : "მიშა! მიშა!".

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ისინი ასე მის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქვთ მიტანილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ადგილზე ათეულობით პოლიციელია მობოლიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა