“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მეტროსადგურ “300 არაგველებიდან” მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსთან მივიდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები, მეტროსადგურ “300 არაგველებიდან” მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსთან მივიდნენ. ადგილზე მათ მოტანილი აქცთ ხმის აპარტურა და გაიმართება სიტყვით გამოსვლები.

ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. მათ ბლოკირებული აქვთ შენობასთან მისასვლელი კიბე.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “საქართველო”, “მიშა, მიშა”.

მანამდე აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაჩერდნენ. მათ სამართალდამცავ უწყებასთან “მშვიდობიანობის ნიშნად” ხელები ზემოთ ასწიეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, იუსტიციის მინისტრს უნდა გააგონონ ხმა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

იხილეთ ვიდეო:აქციის მონაწილეებმა მეტროსადგურ 300 არაგველიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობა მოაწყვეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა