შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, უკრაინაში - ვნახეთ კადრები, როგორ მოხდა მისი დაკავება

ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, უკრაინაში - ვნახეთ კადრები, როგორ მოხდა მისი დაკავება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს უკრაინის მოქალაქეზე, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება კი - საქართველოში მართლმსაჯულების აღსრულებაზე. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ეს არის ორი ინტერესი, რომელიც ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

“იუსტიციის სამინისტრომ ჩანაწერები იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ეჩვენებინათ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაცული იყო ყველა სტანდარტი, კერძოდ, პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ეს მიხეილ სააკაშვილთან კავშირში არ არის. კადრების ჩვენების მიზანი იყო, რომ მისი უფლებები არის დაცული. პრეტენზიები არც არის გამოთქმული იმის თაობაზე, როგორ მოხდა მისი შესახლება მე-18 დაწესებულებაში. პრეტენზიები უფრო ისმის იმაზე, ამ კადრების გამოქვეყნება ღირდა თუ არა. თავისთავად, მძიმე კადრებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიმყოფებით დეზინფორმაციული შტურმის ეპიცენტრში, როცა ქართული სახელმწიფოს და სასჯელაღსრულების სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ. მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს მკვეთრი პასუხი საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა