დიმიტრი საძაგლიშვილი - მიხეილ სააკაშვილს დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა

ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და აღნიშნავს, რომ რუსთავის #12 დაწესებულებაში უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს.

როგორც საძაგლიშვილმა მიხეილ სააკშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადმოყვანის მიზეზი არა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო, არამედ ის, რომ “მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი”. ამასთან, საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილს სააკაშვილი სუსტად არის, მას დღეს შესთავაზეს გადასხმის გაკეთება, მაგრამ უარი განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის აგრძელებს შიმშილობას. იუსტიციის სამინისტროსგან და პენიტენციური სამსახურისგან არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, თუ რას აპირებენ. აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას #18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის #12 დაწესებულებაშიც კი.

ეს შენობა არის ორ ნაწილად გაყოფილი, ერთ ნაწილში არის იზოლირებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამ ნაწილში სამედიცინო სერვისის მიწოდება თითქმის შეუძლებელია იმიტომ, რომ საავადმყოფოს მეორე ნაწილი არის სამედიცინო სერვისების გასაწევად მობილიზებული. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, ის მოიყვანეს იმისთვის, რომ მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეო მტკიცებულებაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც ვნახეთ თუ როგორ არაადამიანურად ექცევა სისტემა ადამიანს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო, ის არის სუსტად. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მას დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამასთან, საძაგლიშვილის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია და ეს ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც აშკარაა. „იმდენად აშკარა კვალი ეტყობა მონტაჟის, რომ არ არის საჭირო ექსპერტიზის ჩატარება, ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც კი აღსაქმელია მონტაჟის კვალი. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ის ნაწილები, რომელიც მათი აზრით იყო მათთვის სასარგებლო და ამოჭრა შესაბამისი ნაწილები, რომელთა გასაჯაროებაც მათ არ სურდათ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა