ზაალ უდუმაშვილი - გუშინ ვნახეთ სამარცხვინო კადრები, როგორ ეპყრობიან მესამე პრეზიდენტს - ეს არ იყო მცდელობა სააკაშვილის ღირსების შელახვის, ეს იყო სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვის მცდელობა

გუშინ ვნახეთ ის სამარცხვინო კადრები, როგორ ეპყრობიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ეს არ იყო მცდელობა მიხეილ სააკაშვილის ღირსების შელახვის, ეს იყო სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვის მცდელობა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოჩოფეხებზე შემდგარი ივანიშვილის ძალაუფლება ყოველდღიურად ირღვევა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ ღირსეული პრეზიდენტი უღირსი ადამიანების გარემოცვაში. ჩვენ ვნახეთ ადამიანი, მიუხედავად 40-დღიანი შიმშილობისა, როგორ იბრძოდა და არ უთმობდა არაფერს იმ ხალხს, რომლებიც მიუქსიეს პრეზიდენტს, რომ მისი ღირსება შეელახათ. ჩვენ ვნახეთ ყველაზე ღირსეული და ყველაზე თავაწეული პრეზიდენტი. ყველა ხვდება, მათ შორის, გუშინდელმა კადრებმაც უკანასკნელი სკეპტიკოსებიც კი დაარწმუნა, რა საშიშ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელიც არაფერს ერიდება იმისთვის, რომ ძალაუფლებას ბოლომდე ჩაებღაუჭოს. ხომ ყველა ვხედავთ ეს ოჩოფეხებზე შემდგარი ივანიშვილის ძალაუფლებაც რომ ირყევა და ირღვევა ყოველდღიურად, ასე გავრღვევთ ბოლომდე, ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ერთად ყოფნით, სიმტკიცით. ეს აქციები, რომელსაც ვმართავთ იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა