შალვა პაპუაშვილი - უხერხულია ის, რომ ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ ორი განაჩენი არსებობდა

უხერხულია ის, რომ ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ ორი განაჩენი არსებობდა, - ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ანა ფოტიგასა და მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთთან გარკვეული პარტიული კავშირები აქვთ და მისი მხრიდან გამოხატული სოლიდარობა გასაგებია. მეორე მხრივ, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “ივიწყებენ, რომ სააკაშვილის სახელი ჩაწერილია ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სანდრო გირგვლიანის საქმეზე“.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორი გადაწყვეტილება არსებობს და ქართული სახელმწიფო გამოტანილ განაჩენებს აღასრულებს - ცუდი იყო ის, რომ ადამიანი, რომლის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო განაჩენი, ამდენი ხანი თავისუფალი იყო და მართლმსაჯულების აღსრულება ვერ ხდებოდა. მათ შორის ცუდი იყო, რომ ეს ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრიუსელში იმყოფებოდა და იქ ხელს ართმევდნენ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც არსებობდა ორი განაჩენი ადამიანის ცემის შეკვეთასა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ანა ფოტიგას მიერ საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა პენიტენციური სამსახურის პრეროგატივაა .

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო