რომან გოცირიძე - ვინ შემოვა საქართველოში? რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, თუ როგორ ველურად იქცევა ხელისუფლება

ვინ შემოვა საქართველოში? ვინ ჩადებს ფულს?! რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, თუ როგორ ველურად იქცევა ჩვენი ხელისუფლება“ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოცირიძე განამარტავს, ხელისუფლების მთავარი სიმბოლო ძალადობა გახდა.

„როგორც ხედავთ, ჩვენი აქცია ტარდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს სიმბოლო შეიძლება ვთქვათ ერთი სიტყვით-ძალადობა. გუშინ ჩვენ სუს-თან ვიყავით. ეს არის ის დაწესებულება, რომელიც შეიარაღებული მოძალადეა. ახლა ვიმყოფებით ჯანდაცვის სამინისტროსთან, ესენი ბრძანდებიან უიარაღოები, მაგრამ არანაკლებ მოძალადეები. ამ ხელისუფლების მთავარი სიმბოლო ძალადობა გახდა.

ის, რაც მათ ამ დღეების განმავლობაში ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის კლასიკური ნიმუში იყო.

რეპუტაცია დაკარგული და ნდობა შელახული ხელისუფლება ნიშნავს, რომ ხალხს აღატაკებს. ვინ შემოვა საქართველოში?! ვინ ჩადებს ფულს?! რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, თუ როგორ ველურად იქცევა ჩვენი ხელისუფლება“,- აღნიშნავს გოცირიძე.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს