ბათუ ქუთელია - ანა ფოტიგას მთავარი გზავნილი და თხოვნაც იყო, რომ ელენე გაფრთხილებოდა თავის ჯანმრთელობას

ანა ფოტიგას მთავარი გზავნილი და თხოვნაც იყო, რომ ელენე გაფრთხილებოდა თავის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ "დროას" წევრმა ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებთან პარლამენტში ანა ფოტიგასთან ელენე ხოშტარიას შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.

მისი თქმით, ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა, რათა პირადად გაეცნოს და შეაფასოს ვითარება, ხოლო შემდეგ ეს ინფორმაცია გაიტანოს ქვეყნის გარეთ, რასაც სავარაუდოდ, მოჰყვება ქმედითი ნაბიჯები. "დასავლეთის ერთ - ერთი მთავარი ამოცანაა, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს საქართველოში, არ მოხდეს "ქართული ოცნების" და ივანიშვილის ლუკაშენკოიზაცია, ანუ არ განმეორდეს ის, რაც მოხდა სხვა ევროპულ ქვეყნებში რუსული ძალისხმევით და სწორედ ამიტომ დასავლეთის ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

"ქართული ოცნება" კლავს გამოსავლის მოძებნის სივრცეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ანა ფოტიგაც იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. მისი მთავარი გზავნილი და თხოვნაც იყო, რომ ელენე გაფრთხილებოდა თავის ჯანმრთელობას, რადგან როგორც თვითონ აქტიური და მებრძოლი ფასეულობის მქონე ქალი პოლიტიკოსი, თვლის, რომ ქალი პოლიტიკოსების როლი ქართულ დემოკრატიაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, ის იყო სოლიდარული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, გამოსავლის პოვნა იყო მიზეზი, რის გამოც ჩამოვიდა როგორც საქართველოს ძველი და დიდი ხნის მეგობარი. მისი ამოცანაა, რომ სიტუაციის პირადი შეფასების შემდეგ, ეს ინფორმაცია გაიტანოს ევროპაში და ამას მოყვეს სავარაუდოდ, სხვა უფრო ქმედითი ნაბიჯები,"- განაცხადა ქუთელიამ.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარია, რომელიც მე-10 დღეა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მოინახულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს