არმაზ ახვლედიანი - ევროპის საბჭოში ვისაც ვესაუბრე, მათ შორის გენერალურ მდივანს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ 21-ე საუკუნეში ხელისუფლება შეიძლება ასე ექცეოდეს ყოფილ პრეზიდენტს

ევროპის საბჭოში ვისაც ვესაუბრე, მათ შორის გენერალურ მდივანს, უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ 21-ე საუკუნეში ხელისუფლება შეიძლება ასე ექცეოდეს ყოფილ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ახვლედიანმა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროპის ქვეყნებიდან და ვაშინგტონიდან მიიღებს გზავნილებს, რომელთა ინტერპრეტაციის საშუალებაც აღარ მიეცემა.

“ამ დილით ჩამოვედი სტრასბრუგიდან. ევროპის საბჭოში ვისაც ვესაუბრე, მათ შორის გენერალურ მდივანს, უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ 21-ე საუკუნეში ხელისუფლება შეიძლება ასე ექცეოდეს ყოფილ პრეზიდენტს, ეს არის დაუჯერებელი და გამაოგნებელი. თუ ყოფილი პრეზიდენტის უფლება არ არის დაცული, მაშინ ვისი უფლება შეიძლება იყოს დაცული. პოლიტიკის მიღმა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ თუ პოლიტიკას გადავაყოლებთ სახელმწიფოებრიობას, შედეგად მივიღებთ ჩრდილოეთში გულის გასახარად არშემდგარ სახელმწიფოს. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან, ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან და ასევე ვაშინგტონიდანაც ჩვენი ხელისუფლება მიიღებს გზავნილებს, რომლის ინტერპრეტაციის საშუალებაც აღარ მიეცემათ”, - განაცხადა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა