იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების აქცია დასრულდა

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი გათავისუფლება იყო.

აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებსა და სამართალდამცველებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატებმა შენობაში შესვლა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, პოლიციელებმა კი ამის უფლება არ მისცეს.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შენობაში იმიტომ არ შეუშვეს, რომ ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში ძალის გამოყენებით შესვლას ცდილობდნენ.

მანამდე აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით მეტროსადგურ "300 არაგველებიდან” მივიდნენ.

ისინი სკანდირებდნენ - “მიშა, მიშა”.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ ასფალტზე გააკრეს სტიკერები წარწერით - “საქართველოს ჰყავს მატყუარა იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე კლავს”.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს