ნინო გოგუაძე - დღეს ელენე ხოშტარიამ თანხმობა თქვა იმ მედიკამენტების მიღებაზე, გადასხმის სახით, რომელიც ეხება მისი კრიტიკული მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას

დღეს ელენე ხოშტარიამ თანხმობა თქვა იმ მედიკამენტების მიღებაზე, გადასხმის სახით, რომელიც ეხება მისი კრიტიკული მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას - მთელი რიგი პარამეტრები არის გაუარესებული, რამდენიმე არის კრიტიკული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას" წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

რაც შეეხება შიმშილობის ფორმას, როგორც გოგუაძე აცხადებს, ელენე ხოშტარია კვლავ მარტო წყალს იღებს.

ელენე ხოშტარიას დღეს გაუკეთდა ანალიზები, მთელი რიგი პარამეტრები არის გაუარესებული, რამდენიმე არის კრიტიკული და დღეს ელენემ თანხმობა თქვა მხოლოდ იმ მედიკამენტების მიღებაზე, გადასხმის სახით, რომელიც ეხება მისი კრიტიკული მდგომარეობის შესაბამის მკურნალობას, ანუ დღეს მოვა ექიმი და მხოლოდ ამ მედიკამენტებს მიიღებს, სხვა მკურნალობაზე ისევ უარს ამბობს, იღებს მხოლოდ წყალს და ყავას,"- განაცხადა გოგუაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა