საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის მესამე კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის მესამე კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს.როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული კვლევა, ბანკების მენეჯმენტის გამოკითხვის გზით, 2013 წლიდან ტარდება. კვლევის მიზანია რესპონდენტებისაგან დაკრედიტების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ინფორმაციის მიღება. კერძოდ, კვლევა მოიცავს კითხვებს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებზე მოთხოვნისა და დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების ცვლილებაზე, ასევე კითხვებს ამ ცვლილების გამომწვევი ფაქტორების შესახებ.

მათივე ცნობით, კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მზადდება ანგარიში, რომელიც ასევე მოიცავს დაკრედიტების ტენდენციების შესახებ ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციასაც. დაკრედიტების სამომავლო ტენდენციებზე დოკუმენტში წარმოდგენილი მოლოდინები ასახავს მხოლოდ რესპონდენტთა შეფასებას და არა ეროვნული ბანკის პოზიციას

ანგარიში ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო