სოზარ სუბარი - სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, იყო იუსტიციის მინისტრი და არ მგონია, ვინმეს გაახსენდეს, რომ  პატიმრების ულტიმატუმების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას, ვის რომელ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ

მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, იყო იუსტიციის მინისტრი და არ მგონია, ვინმეს გაახსენდეს შემთხვევა, როცა ის პატიმრების ულტიმატუმების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას, ვის სად, რომელ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სუბარი ამბობს, რომ არ სურს წარმოიდგინოს, რა დღეში ჩავარდებოდა პატიმარი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასჯელაღსრულების სისტემაში, თუკი ის სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს შეურაცხყოფას მიაყენებდა და აპარატურას დაამტვრევდა.

სუბარმა ციხის თანამშრომლებს “მოთმინების გამოჩენისთვის“ მადლობა გადაუხადა და როგორც განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში კანონის ფარგლებში შეასახლეს.

„ის, რამაც მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა განაპირობა იყო ის, რომ მანამდე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, ხოლო იმ წუთიდან, როცა მან თქვა, რომ უფრო მკაცრი ფორმით შიმშილობას იწყებს და ექიმთა კონსილიუმმაც თქვა, რომ საჭირო იყო კლინიკაში გადაყვანა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

კონკრეტულად სად გადაიყვანდა და როგორ გადაიყვანდა, ეს სასჯელაღსრულების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტია - ამის პატიმრებთან შეთანხმება არ ხდება. თუკი საუბარია, პატიმარზე როგორც პაციენტზე - მიიღებს თუ არა პაციენტი მკურნალობას ან მკურნალობის რა ფორმას აირჩევს ის - ეს შეიძლება მისი გადასაწყვეტი იყოს, მაგრამ არა მკურნალობის მიღების ადგილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს