ირაკლი ღარიბაშვილი - ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელ ღასან ღალილთან შეხვედრაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ღასან ღალილს საქართველოში UNICEF-ის საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზაობა, საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა UNICEF-თან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა UNICEF-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა UNICEF-ის პროგრამის 2021-2025 წლების დოკუმენტის დამტკიცებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს შეესაბამება და იმედი გამოთქვა, რომ მისი განხორციელება დასახული მიზნების განხორციელებაში საქართველოს ძალისხმევას ხელს შეუწყობს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, UNICEF-ის პროგრამის დოკუმენტის ფორმულირების პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო, რომელშიც ჩართული იყო მთავრობა და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ღასან ღალილს სკოლებში კვების პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა საქართველოში ბავშვების კეთილდღეობასა და უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს