ადვოკატი - მანიპულაცია და ტრაბახი, რომ პენიტენციური სამსახური ან იუსტიციის სამინისტრო ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის უფლებებსა და ჯანმრთელობაზე, არის მარტივი ტყუილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობა #18 დაწესებულებაში არ არის სათანადო.

როგორც მან ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებამდე განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს, მათ შორის მედიკამენტების მიღებაზეც.

„დღევანდელი მონახულების მიზანი ცხადია არის ის, რომ ვისაუბროთ და განვიხილოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, მათ შორის სამართლებრივი კუთხით. ამასთან, გავაცნო სიახლეები, რომელიც ვითარდება სამართლებრივი კუთხით და შევათანხმო რამდენიმე საკითხი, რომელიც მის უშუალო ჩარევას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ მისი მონახულების პრობლემები არ შემექმნება. ჩვენი საუბრის სავარაუდო შინაარსს ვერ გავამჟღავნებ რაზე ვისაუბრებთ. ჩემთვის საინტერესოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეგრძნებები, როგორ გრძნობს თავს, ეს ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის დაწესებულებაში იღებდა იმ მედიკამენტებსა და ნივთიერებებს, რომლებიც მისი სასიცოცხლო მონაცემების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ხოლო პენიტენციურმა სამსახურმა გადმოიყვანა დაწესებულებაში, სადაც ის ამ მედიკამენტებსაც კი აღარ იღებს. ამიტომ ყოველგვარი მანიპულაცია და ტრაბახი რომ პენიტენციური სამსახური ან იუსტიციის სამინისტრო ზრუნავს პატიმრის უფლებებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, არის მარტივი ტყუილი. ის როცა ამ მედიკამენტებს იღებდა, დააბრალეს „სიმულიანტობა“ და გადმოიყვანეს ადგილზე, სადაც წინასწარ იცოდნენ, რომ არაფერს არ მიიღებდა, შესაბამისად, ბუნებრივია მისი აქ მკურნალობა არ არის სათანადო,“- განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო