ლიზა იასკო - მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

მიხეილ სააკაშვილს არ შეუწყვეტია შიმშილობა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განცხადება, რომელიც მან გუშინ გააკეთა იყო ის, რომ მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუკი მას ნორმალურ კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც იქნება ნორმალური სამედიცინო აღჭურვილობა, სადაც შესაძლებელი იქნება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ახლა ეს არ ხდება და ამიტომ მას შიმშილობა არ შეუწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია. სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ძალიან გარკვევით იყო ნათქვამი, რომ მას სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს ნორმალურ პირობებში. არ მგონია, აქ ნორმალური პირობების რამე ნიშანი იყოს. მას სჭირდება სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც აქ არ არის.

ჩვენი შეხვედრის დროს მესმოდა პატიმრების შეძახილები, არც ძალიან ხმამაღალი, მაგრამ ხმა ისმოდა. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აუმჯობესებს. დროდადრო პატიმრები და კრიმინალები ყვირიან, წარმოთქვამენ მის სახელს“,- აღნიშნა იასკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს