ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსთან, შუქრი ყიფიანთან და გურიის სამმართველოს უფროსთან, გელა ბაქანიძესთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივმა ვეტერანებმა ისაუბრეს სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ ერთობლივ პროგრამებზე, რომელთაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად სჭირდება ეტაპობრივი განვითარება.

ამასთან, საუბარი შეეხო არასასოფლო-სამეურნეო მიწების დაკანონების, ქონების გადაფორმებისა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხებს. სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ვეტერანებს, მათ წინაშე არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, თანადგომა აღუთქვა.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, კვლავ განაგრძობს ერთობლივ მუშაობას ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა