ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, ვიდრე მისი მოთხოვნა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, არ შესრულდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი არ წყვეტს შიმშილობას მანამ, ვიდრე მისი მოთხოვნა, სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, არ შესრულდება.

როგორც ადვოკატმა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო რთულია, ის თავს მხნედ გრძნობს.

„ბუნებრივია, ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც ყოველდღიურად უარესდება და ეს მოსალოდნელიც არის. მისი პოზიცია არის უცვლელი და მზადყოფნას გამოთქვამს გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება, თუ ხელისუფლება თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს და შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს. ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, არ არსებობს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე შიმშილობს და არ შეწყვეტს, სანამ ის პირობები არ შესრულდება, რაზეც მან უკვე ისაუბრა ვრცლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით არის შექმნილი. მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მისთვის, არამედ საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის და იმედია, საქართველოს მთავრობა მისი კერძო, ვიწრო ჯგუფის ინტერესებით არ დააზარალებს სრულიად სახელმწიფოს და რაიმე ტიპის დესტრუქციულ ქმედებას არ მიჰყოფს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ის არ მხნედ და მიიჩნევს, რომ უნდა იბრძოლოს და იბრძოლებს გამარჯვებამდე, სანამ ის პირობები არ იქნება შესრულებული, რომელიც მან გააჟღერა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს