საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი ბაკურიანზე - ასეთი მუშაობით საუკეთესო შედეგს მივიღებთ და 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ

„მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მუშაობით საუკეთესო შედეგს მივიღებთ და 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ“, - ასე შეაფასა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშეჯიბრო დირექტორმა რობერტო მორესიმ ბაკურიანში მაღალი რანგის სპორტული შეჯიბრებების მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რობერტო მორესი საქართველოს საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად ეწვია. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატებმა, ინსპექციის საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის კომპანია Infront-ისა და ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების OnCourse - ისა და Schneestern-ის წარმომადგენლებმა ბაკურიანში საშეჯიბრო ტრასის ინსპექტირება განახორციელეს. ინსპექციაზე საორგანიზაციო მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიც არის: ინფრასტრუქტურა, შეჯიბრის სტარტისა და ფინიშის სივრცეების ორგანიზება და სხვა საკვანძო საკითხები.

„შედეგად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მხარის მიერ აქამდე გაწეული სამუშაოები. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე ბაკურიანში კიდევ ერთი სატესტო შეჯიბრი ჩატარდება.

ამჟამად ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მონტაჟდება. გარდა ამისა, სამთო კურორტზე წყლის ხელოვნური რეზერვუარებიც აშენდება, რაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტია მაღალი დონის შეჯიბრების სათანადო დონეზე გამართვის მიზნით.

საქართველომ 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. 2023 წლამდე კი ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები. 2022 წელს ბაკურიანში გაიმართება ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სხვადასხვა დისციპლინებში: სლოუფ სთაილში, სნოუბორდსა და თხილამურებში, ასევე პარალელურ სნოუბორდში.

საქართველომ 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს