ირაკლი ტაბაღუა - მომავალ მერს ვუსურვებ, ისეთივე წარმატებული ყოფილიყოს მისი ოთხი წელი, როგორი დამოკიდებულებაც აქვს და როგორც უყვარს მას ეს ქალაქი

ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მერის პოზიციაზე მუშაობის 4 წელი შეაჯამა. ქალაქის მერმა, ანგარიში ,,რუსთავი-ქალაქი, რომელიც ჩვენია“, საზოგადოებას რუსთავის ხელოვნების სასწავლებლის დარბაზში წარუდგინა.

პრეზენტაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები ალექსანდრე დალაქიშვილი და გიორგი კახიანი, ქვემო ქართლის გურნატორი შოთა რეხვიაშვილი, სხვადასხვა პროფესიის რუსთაველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, 2017-2021 წლებში, რუსთავში 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ქალაქში ინვესტიციების რაოდენობამ 350 მილიონ ლარს გადააჭარბა, გაიხსნა ახალი საწარმოები და დამატებით 2 500 ადამიანი დასაქმდა.

,,ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა რუსთავის ისტორიული უბნები, განხორციელდა მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის სრული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც რუსთაველებს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტრანსპორტი ემსახურება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეკრეაციაზე და ამ ოთხ წელიწადში, რუსთავს 5 ახალი მულტიფუნქციური სკვერი შეემატა, აშენდა 3 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქში არსებულ ყველა საბავშვო ბაღს, განხორციელდა სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც, ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა - ძლიერი წვიმების დროს ღვარცოფული ნაკადებისგან დატბორვის საშიშროება აღარ გვაქვს, დაიწყო რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი - ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა. გასაკეთებელი კიდევ ბევრი რამაა და მომავალ მერს ვუსურვებ, ისეთივე წარმატებული ყოფილიყოს მისი ოთხი წელი, როგორი დამოკიდებულებაც აქვს და როგორც უყვარს მას ეს ქალაქი“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

დასასრულს, ირაკლი ტაბაღუამ ოთხწლიანი ერთობლივი მუშაობისთვის, რუსთაველებს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მომავალ მერ ნინო ლაცაბიძეს წარმატებები უსურვა და სიმბოლურად. ქალაქის გასაღები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა