რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი და ოპერატორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

რეჟისორი კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

“პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას,”-ამბობს “კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი.

ცნობისთვის, ერმალო მაღრაძე 1943 წლის 14 დეკემბერს სამტრედიაში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა ზესტაფონის რკინიგზის საშუალო სკოლა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა