პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მსხვილი ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები მზადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ახალ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა გრძელდება.

ტურისტული პროექტების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრაზე დღეს ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა.

ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მომზადებულია ისეთი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების, საპორტო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო აეროპორტებში სატვირთო ტერმინალების განვითარებას. ასევე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ პროექტებზე ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათმშენებლობისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს. განიხილება სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში დამატებითი მექანიზმების შეტანის შესაძლებლობა, რათა უფრო ეფექტური გახდეს სხვადასხვა სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო