იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიამ ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემიამ ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, კონკურსის შედეგად შერჩეულ, აფხაზეთიდან დევნილ 20 ახალგაზრდას სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ხუთ დღიანი სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ.

„მონაწილეებს, დარგის ექსპერტები თავიანთ გამოცდილებას და პრაქტიკას გაუზიარებენ. ასევე, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ პროექტის წერა და შემდგომ, მათი პრაქტიკაში განხორცილება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და რესურსების მოძიების მიმართულებით.

პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დაეთმობა მონაწილე ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზებას დევნილთა ჩასახლებებში, პრობლემებისა და რესურსების იდენტიფიცირების მიზნით, რის საფუძველზეც მომზადდება პროექტები და საუკეთესო იდეა განხორციელდება.

სასწავლო კურსის დასასრულს პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ, ხოლო, ის მონაწილეები, რომლებიც აღნიშნულ კურსს წარმატებით გაივლიან აკადემიის დიპლომებს მიიღებენ.

„სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ მინისტრის აპარატის მიერ ახლახანს შეიქმნა, რომელის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის მიღება, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ახალი უნარების განვითარება, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართულობა, თავიანთი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო