მურმან დუმბაძე - უახლოესი ამოცანაა მიშას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, თუ არადა, ჯანდაცვის მინისტრო, მოგადგებით და მანდედან გამოგაგდებთ

უახლოესი ოპერატიული ამოცანაა მიშას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ეს არის უახლოესი წუთების და საათების ამბავი, თუ არადა, ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრო, მოგადგებით და „პანჩურით“ გამოგაგდებთ მანდედან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა მურმან დუმბაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მთავარი ამოცანაა, რომლის მიხედვით უკეთესი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, გადის სამი პირობის შესრულებაზე: პირველი - საქართველოს მესამე პრეზიდენტს აღუდგეს მოქალაქეობა. მეორე - საქართველის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება. მესამე ამოცანაა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები",- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა