ნიკა მელია - ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა

ხელისუფლება და რეჟიმი ოდნავ მაინც საღ აზრს შემორჩენილი რომ გვყავდეს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შერიგებიკენ ნაბიჯს, მაგრამ ეს არ ხდება და არ მოხდება. ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მათ აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, მსჯელობს რას იზამს ოპოზიცია, გადატეხავს ვითარებას ქვეყნის საკეთილდღეოდ, ტალახიდან ამოიყვნას სახელმწიფოს, სადაც რეჟიმმა ჩააგდო თუ არა? მაგრამ აქ მინდა ვთქვა, მთავარი - ძვირფასო მეგობრებო, ოპოზიცია არის საქართველოს თითოეული მოქალაქე, საზოგადოება შედგება თითოეული თქვენგანისგან და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, ხელისუფლება და რეჟიმი ოდნავ მაინც საღ აზრს შემორჩენილი რომ გვყავდეს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, უკვე ათასჯერ გადადგამდა შერიგებიკენ ნაბიჯს, მაგრამ ეს არ ხდება და არ მოხდება! ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე. ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან. მინდა, აქვე მივესალმო და მხნეობა, ჯანმრთელობა ვუსურვო მიხეილ სააკაშვილს და ელენე ხოშტარიას. ახლა, როდესაც ქუჩებში გამოსვლის დროა, არაძალადობრივ საპროტესტო აქციებში უწყვეტად და უტეხად მონაწილეობის მიღების დროა, აღარ არის მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობის დრო და მხოლოდ სატელევიზიო გადაცემების ყურების დრო“, - აცხადებს ნიკა მელია.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას გასულ დღეებში დაპირისპირების, სისხლის ღვრის ტაქტიკა და სატრატეგია ჩაუვარდა.

„მაგრამ საქართველოს ათიათასობით მოქალაქე ყოველდღიურად უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებში. ეს ასე იქნება და არ შეჩერდება. ერთ გენერალურ დანიშნულ თარიღზე ჩვენ მათ ბრძოლას არ გავუმართავთ და არც გავუმართეთ. სტრატეგია და ტაქტიკა დაინახეთ სიმართლის და მართალი ხალხის სასარგებლოდ. გაამართლა და გამოიღვიძა საერთაშორისო საზოგადოებამ და განცხადებები განცხადებებზე კეთდება. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? დიდწილად, მათ შორის დაუღალავად, შეუპოვრად, ყოველდღე მოსვენებას არ ვაძლევთ ამ ქვეყნის მოწინააღმდგეებს. მართლაც თუ გულით გვინდა არ გგვაყურებინონ ადამიანის მკვლელობა, მართლაც ქუჩაში გამოსვლის დროა. აქ, ამ ქვეყანაში თუ მართლაც გვინდა, რომ ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ, ქუჩაში გამოსვლის დროა“, - განაცხადა მელიამ.

ამასთან, მან აქციის დასასრულს აქციაზე მყოფ მოქლაქეებს მიმართა:

„ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა“, - აღნიშნა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო