ნიკა მელია - რეჟიმის სახელით გავრცელებული ირაკლი კობახიძის განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა

რეჟიმის სახელით გავრცელებული ირაკლი კობახიძის განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება რუსეთის დავალებაა.

„ამ რეჟიმმა დღეს უთხრა ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ამიერიდან ყველა თქვენგანი ვინც ჩათვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს პოლიტიზირებული და მიკერძოებული, ვიტოვებ უფლებს, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთო. პირდაპირ ეს ითქვა. ყველა ის ადამიანი, ვინც თვლით, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პატიმარი გვყავს, ვიტოვეთ უფლებას, რომ ჩავთვალოთ, თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებიო. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის თეთრზე შავით დაწერილი განცხადება, რომელიც გაავრცელა ირაკლი კობახიძემ რეჟიმის სახელით, სინამდვილეში რუსების დავალებით. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება იმისგან, რაც რამდენიმე წლის წინ უკრაინაში მოხდა, რაც იანუკოვიჩმა იკადრა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაასრულა, ამიტომ აქ არის ცივილიზაციური არჩევანი გასაკეთებელი. მეტი რა უნდა გვითხრას რეჟიმმა, ღიად გვითხრა, რომ ვწყვეტ კავშირს დასავლეთთანო“, - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა