ექიმის განცხადებით, დღეს სააკაშვილი საწოლიდან არ ამდგარა და ძლიერი სისუსტე აქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, დღეს სააკაშვილი საწოლიდან არ ამდგარა და ძლიერი სისუსტე აქვს.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საუბარიც უჭირს.

„2 საათი ველოდებოდი შესვლას, ამის შემდეგ რამდენიმე საათი დავყავი პრეზიდენტთან. დღეს პირველი დღეა, რაც არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს. რაღაც ტესტები ავიღეთ. საკანში ვესტუმრე, რადგან მას ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. დასუსტებულია. არაფრის ტკივილი არ აქვს. კალიუმის მაჩვენებელი დღესდღეობით დაბალ ნორმაშია. პრაქტიკულად მთელი დღე არ ამდგარა. საუბარი ცოტა უჭირს. უყურებს ტელევიზიის გადაცემებს, მაგრამ ძალიან, ძალიან სუსტადაა. ახლა იქ დარჩა ამ დაწესებულების მთავარი ექიმი“, - განაცხადა ყიფშიძემ.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი უნდა გადაწყდეს.

„შიმშილობა გრძელდება, არ დამთავრებულა. მასთან კიდევ არის ერთი ექიმი, რომელსაც არ ვიცნობ. თუ გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, დამირეკავენ და გადავწყვეტთ რა და როგორ გავაკეთოთ. მე დაწესებულების მარტო ერთი ფლიგელი ვნახე, არ ვიცი იმ ექიმებს რა კვალიფიკაცია აქვს. მთავარი ექიმი უწევს კონსულტაციას. სააკაშვილმა სასიცოცხლო მედიკამენტები მიიღო - კალიუმის შემავსებელი წამალი და კიდევ ერთი წამალი“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, არ იცის როდის გადაიყვანენ სააკაშვილს ციხის საკნიდან რეანიმაციაში.

„ეს საკითხი განიხილება, მაგრამ მხოლოდ განიხილება და მეტი არაფერი. მთავარი ექიმი ამას აღიარებს, მაგრამ ეს საავადმყოფოა, დაწესებულებაა თუ რაც არის, არ მინახავს“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ამასთან, განმარტა, რომ რეანომობილი, რომელიც დაწესებულების ტერიტორიაზე იმყოფებოდა სააკაშვილთან კავშირში არ ყოფილა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს